პოლიტიკური კოალიცია „ ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა რუსთავის მერიაში, აქციის ჩატარების მოთხოვნით, განცხადება შეიტანეს. კოალიციის წარმომადგენლებმა რუსთავის მერიის წინ მდებარე მოედანზე, 19 აგვისტოს, 13:00-დან 24:00 საათამდე, შეკრებისა და მანიფესტაციის მოწყობის მოთხოვნით რუსთავის მერს განცხადებით მიმართეს.
რუსთავის მერიის სამოქალაქო მისაღებში განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ყაველაშვილმა და „ქართული ოცნების“ იურისტმა, თამაზ ყაველაშვილმა ჩააბარეს.
კოალიცია „ქართული ოცნება“ ადგილობრივ თვითმმართველობიდან პასუხს სამი დღის განმავლობაში დაელოდება.