„ახალი მემარჯვენეები“ ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებით, „მემარჯვენეები“ 7-8 აგვისტოს საარჩევნო ღონისძიებებს არ გამართავენ. გამყრელიძე აღნიშნავს, რომ მის პარტიას საარჩევნო კამპანიის შეჩერება მანამდე ჰქონდა გადაწყვეტილი, ვიდრე ამ ინიციატივით „ნაციონალური მოძრაობა“ გამოვიდოდა.
„ჩვენ „ნაციონალური მოძრაობისგან“ ნამდვილად არ გვჭირდება იმის სწავლება, როდის რა შეიძლება. ჩვენ ისედაც ასე გვაქვს განსაზღვრული - 8 აგვისტოს ჩვენ სპეციალური ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი გორში ამასთან დაკავშირებით და რაიმე სხვა ტიპის აქტიურ საარჩევნო ღონისძიებებს არ ვგეგმავთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.