Fox News-ის ინფორმაციით, დღეს დოლით სიკხების ეკლესიაში თავდასხმა, რომლის შედეგადაც ექვსი ადამიანი და თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა, ყოფილმა სამხედრომ მოაწყო.
ტელევიზიის ინფორმაციით, თავდამსხმელს ტანზე 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ტატუები ჰქონდა.
The Washington Post-ის ინფორმაციით, ყოფილი სამხედრო 40 წლამდე მამაკაცია და ამავე შტატში, ეკლესიასთან ახლოს ცხოვრობს. პოლიციამ მის სახლში ჩხრეკა უკვე ჩაატრა, თავდასხმის ადგილზე კი ნაპოვნია მკვლელის ნახევრადავტომატური იარაღი.