გროზნოში ორი აფეთქება მოხდა

გროზნოში ორი აფეთქება მოხდა

ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის სამართალდამცავთა ინფორმაციით, დღეს გროზნოში ორი აფეთქება განხორციელდა. არის მსხვერპლი და დაშავებულები.

როგორც სამართალდამცავები აღნიშნავენ, იდენტიფიკაციის შემდეგ დადგინდა, რომ აფეთქება ორმა თვითმკვლელმა მოაწყო. დაღუპულთა შორის არიან სამართალადცავებიც, თუმცა ჯერჯერობით არ ხმაურდება, რომელ უწყებას განეკუთვნებიან ისინი. ნაპოვნია აგრეთვე ადამიანის თავი, რომელიც, ფიქრობენ, რომ თვითმკვლელს მიეკუთვნება.

ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.