ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ინფორმაციით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები „ელიტა-ბურჯშიც“ შევიდნენ და იმ შენობების დაცლას მოითხოვენ, რომლებიც „ელიტა-ბურჯის“ ხელმძღვანელობას „ბურჯისგან“ იჯარით ჰქონდათ აღებული.
„ელიტა ბურჯი“ შენობის დაცლისთვის ვადას ითხოვს, რადგან შენობაში განთავსებული საწარმო-დანადგარების დაშლას დრო უნდა, თუმცა ჯერ უცნობია, მიიღებს თუ არა აღსრულების ბიურო საწარმოს ამ თხოვნას.
შეგახსენებთ, შპს „ბურჯის“ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები შპს „ბურჯის“ ოთხ ობიექტზე - საჩხერეში, სოლოლაკში, ნავთლუღსა და ორხევში არიან შესული.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში განმარტავენ, რომ შპს „ბურჯი“ ახალი მფლობელისათვის გადასაცემად მზადდება.