ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები პოლიტიკურ ბოიკოტს აცხადებენ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები პოლიტიკურ ბოიკოტს აცხადებენ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები პროტესტის ნიშნად, პოლიტიკურ ბოიკოტს აცხადებენ და საკრებულოს სხდომების მუშაობაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

აღნიშნულის შესახებ, from.ge -ს ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა ავთანდილ ბერიძემ განუცხადა.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები კონკრეტულად, ხულოს რაიონ სოფელ ბეშუმში „შუამთობის“ დღესასწაულზე მომხდარ დაპირისპირებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების მოქმედება ხულოს რაიონ სოფელ ბეშუმში „ნაციონალური მოძრაობის“ აქციად,  რომ მონათლეს უვიცებმა ხელისუფლების საგმირო საქმეების რადარში  სამარცხვინო ფურცლად ჩაიწერება.

ბერიძის თქმით, ძალადობა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა დაუხვედრეს დღესასწაულის მისალოცად და მოსახლეობასთან შესახვედრად მისულ „ქართული ოცნების“ მესვეურებს და მომხრეებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.

მისი განცხადებით, საკრებულოს უმრავლესობის მოღვაწეობა გამოირჩევა მოქმედი კანონმდებლობის და რეგლამენტის უხეში დარღვევით, ოპოზიციის აზრის გათვალისწინება კი, არასოდეს ხდება.

„ვგმობთ  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგებლის ხელმძღვანელების საჯარო მოხელეების კანონსაწინააღმდეგო უზნეო  ქმედებას და პროტესტის ნიშნად პოლიტიკურ ბოიკოტს ვაცხადებთ. აღარ მივიღებთ მონაწილეობას საკრებულოს სხდომებში. კიდევ ერთხელ,  მოვუწოდებთ ხელისუფლებას კეთილგონიერებისკენ და შევახსენებთ,  რომ არჩევნების შედეგად,  საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებით,  „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და სამართალი იზეიმებს“, - განაცხადა  ბერიძემ.

განცხადებას ხელს აწერენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები: ავთანდილ ბერიძე, სულიკო მიქელაძე, ვახტანგ კახიძე.