„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი და ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კალანდაძე ოზურგეთის რაიონის სოფელ ასკანაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს სტუმრობდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ასკანაში არაერთი ოჯახიუმწეობის სტატუსის მინიჭებას და სადაზღვევოპოლისით უზრუნველყოფას საჭიროებს, ადგილობრივი ხელისუფლება არც კიინტერესდება მათი თხოვნით და ამ ადამიანების განცხადებების განხილვისთვისაც კივერ იცლის. ასეთი გულგრილი და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იწვევს იმას, რომეს უძველესი სოფელი დღეს უკვე დაცლის პირასაა. ახალგაზრდები ძირითადადთურქეთშია გადახვეწილი სამუშაოს საძებრად. და ისინიც, ვინც სოფელშია დარჩენილიბედის ანაბარად არიან დარჩენილნი. ასკანა ამ ხელისუფლების სოციალურიუპასუხისმგებლობის ტიპიური ნიმუშია“, - განაცხადა კალანდაძემ.
ადგილობრივი ხელისუფლება ასკანაში მოსახლეობას ტყეში შეშის და ფიჩხის შეგროვების უფლებასაც კი არ აძლევს და ამ მოტივით არაერთი გლეხი დაჯარიმებული და დაპატიმრებულიც ჰყავს.