Reuters-ის ინფორმაციით, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა პრემიერმინისტრი რიაიდ ჰიჯაბი მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც პრემიერმა ქვეყტანა დატოვა და ასადის რეჟიმს გადაუდგა.
სააგენტოს ინფორმაციით, ჰიჯაბმა ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა და თავი იორდანიას შეაფარა. „ალ-არაბიას“ ინფორმაციი კი, ასადს ორი მინისტრი და სამი მაღალჩინოსანი სამხედროც გადაუდგა. თუმცა, მათი სახელები და გვარები ჯერჯერობით არ ხმაურდება.
რიაიდ ჰიჯაბმა ქვეყნის დატოვების მიზეზად დამასაკოსა და ალეპოში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა და ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომი დაასახელა.