ცნობილმა ამერიკულმა მოდელმა კიმ კარდაშიანმა რუსული გამოცემა Wday -ის ყველაზე მდიდარი ქალბატონების რეიტინგის მიხედვით, მესამე ადგილი დაიკავა და როკფლერების შთამომავალსაც გადაუსწრო. კიმი წელიწადში 18 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
პირველი ადგილი რეიტინგებში მონაკოს პრინცესა შარლოტა კაზირაგიმ დაიკავა, რომლის ქონება 6 მილიარდ დოლარს შეადგენს და რომელიც ცოტა ხნის წინ Gucci-ის სახეც გახდა. მეორე ადგილი კი დონალდ ტრამპის ქალშვილს ივანკას ერგო. 2 მილიარდის მფლობელი ივანკა საკუთარი დიზაინის ფეხსაცმელებს, ჩანთებსა და ექსკლუზიური საიუველირო ნაკეთობებსაც უშვებს.
ამბობენ, რომ კიმ კარდაშიანის 18 მილიონის დაგროვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მის მიერ შექმნილმა სუნამომ „True Reflection“-მა, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო ახალგაზრდა გოგონებში. „True Reflection უნიკალურია იმით, რომ თქვენს სხეულზე მოხვედრის შემდეგ, იგი თავის სურბელს კარგავს და მხოლოდ თქვენთვის დამახასიათებელ ინდივიდუალურ სურნელებას იძენს“,-აცხადებდა კიმი.