Agence France-Presse-ის ინფორმაციით, სირიის სპეცსამსახურების სამი მაღალჩინოსანი ქვეყნიდან გაიქცა.
პოლიტიკური დაზვერვის საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა იარაბ ალ-შარაამ, მისმა ძმამ მოჰამედ კანაანმა, რომელიც დაზვერვის ამავე დეპარტამენტში მუშაობდა და კიდევ ერთმა თანაშრომელმა თავი იორდანიას შეაფარეს. სააგენტოს ინფორმაციით, ძმები ალ-შარაები სირიის ვიცეპრემიერ ფარუკ ალ-შარაას კლანს განეკუთვნებიან.
Agence France-Presse-ის ინფორმაციიტ, 5 აგვისტოს ქვეყანა დატოვა სირიის პირველმა კოსმონავტმა მუჰამედ ფარისმა და თურქეტში გადავიდა.