საბერძნეთში  მყოფმა ქართველებმა  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქცია გამართეს

საბერძნეთში მყოფმა ქართველებმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქცია გამართეს

ბათუმში გამართულ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციას სოლიდარობა საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველებმა გამოუცხადეს.

ემიგრანტები სალონიკში შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. მათ საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების გაუქმებაც მოითხოვეს, რომლითაც ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობისთვის საკონსულოში აღრიცხვის პროცედურების  გართულებას ეხება.

„ის რაც ხდება საქართველოში ჩვენ ვიცით.  ჩვენ ვხედავთ, ამ განუკითხაობას, რომელიც თეფშების დაყადაღებიდან დაიწყო. ესაა უსამართლობა. მოვითხოვთ მთავრობა ცოტა გონს მოეგოს  და ეს ხალხი როგორმე უკან დააბრუნოს“, - აცხადებენ ემიგრანტები.