ოპოზიციური ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობისათვის“ ათენში გაემგზავრება, სადაც ქართული დისპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
ფრაქციის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ დისპორის წარმომადგენლებმა ფრაქცია სამდღიან კონფერენციაზე მიიწვიეს, სადაც ძირითადი თემა საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იქნება. კერძოდ კი, საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის მიერ 11 ივლისს გამოცემული ბრძანება, რომლის თანახმადაც, საკონსულო რეგისტრაციის გასავლელად, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს ესაჭიროებათ ცნობა საზღვარგარეთ საცხოვრებელი ადგილიდან.
,,აღნიშნული დოკუმენტის გარეშე პირი მოკლებული იქნება საარჩევნო ხმის უფლებას. გრიგოლ ვაშაძის ამ ბრძანებამ პროტესტი გამოიწვია არა მხოლოდ საბერძნეთში მცხოვრებ თანამემამულეებში, არამედ პროტესტის ტალღა მოჰყვა მთელს დიასპორებში“ - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
ფრაქცია ათენში სავარაუდოდ 20 აგვისტოს გაემგზავრება და 31 აგვისტომდე დარჩება. ათენში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ფრაქციის თავმჯდომარე კარლო კოპალიანი, ფრაქციის წევრები: გიორგი ცაგარეიშვილი, ჯონდი ბაღათურია, თამაზ დიასამიძე და დიმიტრი ლორთქიფანიძე.