იაპონური მასმედიის ინფორმაციით, დაახლოებით 50 000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ჰიროსიმას მემორიალურ პარკშიგამართულ ცერემონიაში, რომელიც ჰიროსიმასა და ნაგასაკის თავზე ამერიკის მიერ ატომური ბომბის ჩამოგდების 67-ე წლისთავს მიეძღვნა.
ცერემონიაში მონაწილეობა ამერიკის პრეზიდენტის გარი ტრუმენის, რომელმაც ბომბის ჩამოგდებას მოაწერა ხელი, შვილიშვილმა 55 წლის კლიფტონ ტრუმენ დენიელმაც მიიღო.
ჰიროსიმას მემორიალურ პარკში დღეს 1000 ქაღალდის წეროს და 67 ფანრებს გაუშვებენ. ამ ტრადიციას საფუძველი იაპონელმა გოგონამ სადაკო სასაკიმ ჩაიყარა. სადაკო ატომური ბომბის ერთ-ერთი მსხვერპლია. მას „ატომური დაავადებს“ ლეიკემია აღმოუჩინეს. საავადმყოფოში ჰოსპიტალიზირებულ სადაკოს მეგობარმა უთხრა, რომ ლეგენდის თანახმად, მას, ვინც 1000 ქაღალდის წეროს დაამზადებდა, ერთი სურვილი აუსრულდებოდა. სადაკომ 1000 ქაღალდის წეროს დამზადება ვერ მოასწრო. მის მემორიალურ ძეგლზე ასეთი წარწერაა: ‘ეს ჩვენი ტკივილია, ეს ჩვენი ყვირილია. მშვიდობა მთელ მსოფლიოს“.