პირველი რუსული ფილმის „დაკარგული დღის“ ყურება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ამბებს ეძღვნება, ინტერნეტშია შესაძლებელი.
„ქართველების მიერ ოსების გენოციდის მეოთხე წლისთავზე ინტერნეტში გაჩნდა პირველი ფილმი, სადაც ნაჩვენებია როგორ აფასებენ ამ მოვლენებს ოსი მებრძოლები. რუსი ჯარისკაცებისა და ოფიცრებისთვის, რომლებიც მუდამ ჩვენს გვერდით იდგენენ, სამადალობელი სიტყვების გარდა, არ შეიძლება დავივიწყოთ უბრალო ოსი ბიჭების გმირობა. თითქოს რამდენიმე დღე გავიდა, სანამ არ მოვიდა დახმარება და გენერალ შამანოვის სიტყვებით, „უბრალო ცხინვალელმა ბიჭებმა ქართველებს ცხვირები არ დაუნაყეს“’,-წერს ოსური სააგენტო „ოსინფო“.
სააგენტოს ინფორმაციით, ფილმში მოთხრობილია ვლადიმერ პუტინზეც, რომელმაც ბევრი გააკეთა ოსი ხალხის დასახმარებლად.