საერთაშორისო კრედიტორები ევროკავშირი, ევროპის ცენტრალური ბანკი და მსოფლიო სავალუტო ფონდი უაღესად კმაყოფილები დარჩნენ საბაერძნეთში მიღწეული შეთანხმებით-საბერძნეთის მოსახლოება კი, განსაკუთრებით პენსიონერები, ძალიან უკმაყოფილო.
შეხვედრაზე საბერძნეთის ბიუჯეტის სეკვესტრი განიხილეს, რომელმაც 11,5 მილიარდი ევრო უნდა შეადგინოს. ამ სეკვესტრში კი ძირითადად პენსიონერები მოყვებიან.
პენსიონერები საბერძნეთის ყველაზე მტკივნეული თემაა. ევროპაში პენსიონერების ყველაზე დიდი რაოდენობა საბერძნეთს ჰყავს. ქვეყნის ხელისუფლება პენსიის ჩამოკლებას და პენსიაზე გასვლის ერთი წლით გაზრდასაც გეგმავს.