საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრე, უფროსი სერჟანტი, 31 წლის ზაზა კაპანაძე 5 აგვისტოს გარდაიცვალა.
„სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ზაზა კაპანაძე მოულოდნელად გახდა ცუდად, რის შემდეგაც გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. ექიმების პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს“, - ნათქვამია შს სამინისტროს 5 აგვისტოს განცხადებაში.