"ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ საქართველოს ყველა შვილი გაერთიანდეს”, - განაცხადა ”სახალხო კრების” დარბაზის წევრმა, მსახიობმა დიმა ჯაიანმა ბათუმში ”ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ აქციის შეფასებისას.
მისი თქმით, ის რაც 90 იან წლებში ქართველი ერის გაყოფის სახით მოხდა საქართველოში, აღარ უნდა განმეორდეს და აღნიშნა, რომ სწორედ ამისათვის იღვწის კოალიცია და ამისათვის გამოვიდა ის აქციაზე.
ჯაიანი აცხადებს, რომ გუშინ ხულოში და ბეშუმში სამარცხვინო ფაქტი მოხდა, როცა სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ასვლის შემდეგ რაიონი დატოვა.
”ეს საქართველომ არ იცის, რადგან მედიასაშუალებები და ხელისუფლება ამ ფაქტს მალავს. ბეშუმში ბატონი ბიძინა როცა ავიდა, პრეზიდენტმა იქედან მოკურცხლა და სადღაც ცენტრში დაიმალა. ხალხთან კი მას შემდეგ დაბრუნდა, როცა ბიძინა წამოვიდა”, - აღნიშნა ჯაიანმა.
მისივე თქმით, ამის ფონზე ბათუმში ისეთივე ბრწყინვალე განწყობა დახვდათ, როგორიც ბეშუმსა და ხულოში ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობას.
”აქაური მკვიდრი ხალხი, მუსლიმანი ხალხი, ძმურად ცხოვრობდნენ. სწორედ ეს ხალხი იცავდა საქართველოს. თუმცა ბათუმელები სხვანაირად ვერც მოიქცეოდნენ, იმიტომ რომ ისინი ბათუმელები არიან. ”, - დასძინა მან.