ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოცრებათა მოედანზე კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია მიმდინარეობს. ამ წუთებში კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავს.
„როგორც კი გაიგო სააკაშვილმა, რომ იქ ვიყავით, შეწყვიტა ბაქიბუქი და კურდღელივით გაიქცა. გაფრინდა თავისი ვეტმფრენით და გაეცალა იქაუარობას"-განაცხადა ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მან სააკაშვილს მიმართა: კარგად შემოგვხედოს სააკაშვილმა, რამდენ ვართ.
ივანიშვილი აქციაზე გუშინ, ბეშუმში მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი "მშიშარა კაცია", რომელიც დიდი ხანია, საკუთარ მოსახლეობას პირისპირ ვეღარ ელაპარაკება და "მხოლოდ ზონდერებით ზურგ გამაგრებული ყელყელაობს და უნიჭო წარმოდგენებს მართავს".
ივანიშვილის განცხადებით, რაც გუშინ სააკაშვილმა იკადრა, ვერასდოდეს წარმოიდგენდა.
როგორც "ქართული ოცნების" ლიდერმა აღნიშნა, მას უნდოდა ბეშეუმში "შუამთობის" სახალხო დღესასწაული მიელოცა ხალხისთვის, თუმცა ისეთი სურათი დახვდათ, რასაც არ ელოდნენ.
ივანიშვილის თქმით, ადგილობრივები სახლებში იყვნენ ჩაკეტილები და იქედან აფიქსირებდნენ კოალიციის მხარდაჭერას, ხოლო დღესასწაულში მონაწილეობდნენ გამგებლები და სამოქლაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები, რომელთაც "ქართულ ოცნებას" და პირადად მას მთაზე ასვლის საშუალება არ მისცეს.
"კარგად შემოგვხედოს სააკაშვილმა რამდენი ვართ. კარგად შემოგვხედოს იმ მშიშარა კაცმა, რომელიც საკუთარ მოსახლეობას ვერ ელაპარაკება და მხოლოდ ზონდერებით ზურგგამაგრებული ყერყელაობს და უნიჭო წარმოდგენებს მართავს. თითქოს აღარაფერი იყო დარჩენილი, რითაც სააკაშვილი გაგვაკვირვებდა, მაგრამ რაც გუშინ ბეშუმში მოაწყო, იმას მეც ვერ წარმოვიდგენდი სააკაშვილისგანაც კი.
მე მივედი, რათა მოსახლეობისთვის დღესასწაული მიმელოცა. ადგილობრივები სახლებში იყვნენ და იქიდან გვესალმებოდნენ. დღესასწაულზე კი სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოყვანილი გამგეობების თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომელთაც მთაზე ასვლის საშუალება არ მოგვცეს. ჩვენ სიბრძნე გამოვიჩინეთ და გამოვეცალეთ, რათა ეს პროვოკაცია უფრო დიდ დაპირისპირებაში არ გადასულიყო. ხელისუფლებამ სახალხო დღესასწაული ’’ნაცმოძრაობის’’ აქციად წარმოადგინა. როდესაც სააკაშვილმა გაიგო, რომ მეც იქ ვიყავი, სიტყვა შუაში გაწყვიტა და კურდღელივით გაიქცა, უფრო სწორად - გაფრინდა თავისი ვერტმფრენით.
ივანიშვილის თქმით, პოლიცია უმოქმედოდ იყო და სიცრუეა შინაგან საქმეთა სამინისტრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სიტუაცია პოლიციამ განმუხტა.
ბათუმში საოცრებათა მოედანზე კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოქალაქეებს კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიმართავს