საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 5 აგვისტოს აქციის მიმდინარეობას დააკვირდება.
დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.
ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ ბათუმში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 5 აგვისტოს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.
საია და „სამართლიანი არჩევნები“ იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.