პარტია „თავისუფალი საქართველოს“თავმჯდომარე კახა კუკავა თერჯოლის რაიონს სტუმრობს და მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. დღეს შეხვედრა გაიმართა სოფელ ალისუბანში.
მოსახლეობასთნ შეხვედრისას კუკავამ ყურადღება პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაზე გაამახვილა. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის პრობლემებს და აგრალური სექტორის განვითარებაზე „თავისუფალი საქართველოს“ ხედვებს.
კუკავამ ქართული ეკონომიკისთვის რუსეთის ბაზრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მისი დაბრუნების პერსპექტივები გააცნო მოსახლეობას.
ალისუბანის შემდეგ, კუკავა სოფელ ჩხარის მოსახლეობას შეხვდა.
კუკავამ მოსახლეობასთან შეხვედრისას სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. მოსახლეობის განსაკუთრებული ინტერესი ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესაძლებლობებმა გამოიწვია.