გავრცელებული ინფორმაციით, „განახლებული საქართველოსთვის“ და „ქართული დასი“ საარჩევნოდ შესაძლოა, ერთიან კოალიციაში ვიხილოთ.
გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი ძალებით მონაწილეობის თაობაზე ამ ორ პოლიტიკურ სუბიექტს შორის კონსულტაციები დაწყებულია, რაც ძალიან დიდი ალბათობით, საარჩევნო კოალიციის ფორმირებით დასრულდება.
მანამდე „ქართული დასის“ ლიდერი ინტენსიურ კონსულტაციებს პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და „ თავისუფალ საქართველოსთან“ აწარმოებდა.
ამასთან დაკავშირებით, from.ge „ქართული დასის“ ლიდერს დაუკავშირდა, თუმცა ჯონდი ბაღათურიამ ჯერ-ჯერობით დუმილი არჩია.
„ახლა რაიმე ტიპის კოალიციაზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. უახლოეს დღეებში კი, ნებისმიერ საკითხზე გავაკეთებ კომენტარს. რამდენიმე დღის განმავლობაში, რაიმე დიალოგებსა და კოალიციაზე კომენტარს არ ვაკეთებ“, - განაცხადა ბაღათურიამ.