ალეპოში ფრანგი ჟურნალისტი დაიღუპა

ალეპოში ფრანგი ჟურნალისტი დაიღუპა

 Agence France-Presse-ი  ალეპოში  ფრანგი ჟურნალისტის 28 წლის პიერ ტორესის დაღუპვას იუწყება და სამძიმარს უცხადებს ოჯახს და მის კოლეგებს.სააგენტოს ინფორმაციით, ტორესი რამდენიმე დღეა რაც ალეპოში მუშაობდა რამდენიმე სააგენტოსთვის. მისი კოლეგის განცხადებით, ტორესი სასწრაფო წესით გადააფრინეს თურქეთში, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ალეპოს შემოგარენში სისხლიანი შეტაკებები კი გრძელდება, აჯანყებულები იარაღით დახმარებას ითხოვენ.

Agence France-Presse -ის ინფორმაციით, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანში მოლაპარაკებებს აწარმოებს თავის კოლეგასთან, მოლაპარაკებების თემა არ ხმაურდება.  სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია იმაში, რომ ასადის ჯარი აუცილებლად გაიმარჯვებს.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სირიის მოწინააღმდეგე ყველა ძალა ალეპოშია შეკრებილი, რათ ებრძოლოს ხელისუფლებას, მაგრამ ისინიც და აჯანყებულებიც აუცილებლად განადგუირდებიან“,-განაცხადა  ვალიდ მუალემმა ირანის ტავდაცვის მინისტრის ალი აქბარ სალეხთან თეირანში შეხვედრის დროს.