პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერას იწყებს. ამის შესახებ, კოალიციის პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე ისაუბრა, რომელიც დღეს თელავში გამართა.
ფანჯიკიძის თქმით, კოალიცია სპეციალური კითხვარის საშუალებით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის აღწერას გეგმავს, რის შემდეგაც ისინი ხელისუფლებისგან მოსახლეობისთვის ზარალის სრულად ანაზღაურებას მოითხოვენ.
„მთელი ათი დღის განმავლობაში ჩვენი კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატები სტიქიით დაზარალებულებს ეხმარებოდნენ. ათი დღის მანძილზე ჩვენ ვუყურებდით ხელისფლების მოქმედებას და იკვეთება ერთი რამ - ხელისუფლება აპირებს ძალიან მცირე კომპენსაციების გაცემას. ეს კომპენსაციები არის ზღვაში წვეთი. ჩევნ მივმართავთ მოსახლეობას - იცოდნენ, ბიუჯეტში არის იმდენი თანხა, რომ ზარალის ანაზღაურება სრულად არის შესაძლებელი“, - განაცხდა ფანჯიკიძემ.