„მეცხრე არხმა“ ის სამი დეველოპერული კომპანია დაადგინა, რომელთანაც „ბანკ ქართუს“ იძულებითმა დროებითმა მმართველმა 50 მილიონიანი დოლარის სასესხო ხელშეკრულებები გააფორმა. „მეცხრე არხის“ ცნობით, ეს დაუზუსტებელი ინფორმაციაა, რომელიც ოფიციალურად მას შემდეგ დადგინდება, რაც „ქართუს“ ხელმძღვანელობა სასესხო ხელშეკრულებების გაუქმების თხოვნით სასამართლოს მიმართავს.
„მეცხრე არხის“ ინფორმაციით, ეს კომპანიებია: „თიფლის დეველოპმენტი“, „ცენტრ პოინტი“, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებული სამშენებლო კომპანიაა და ექვსი ათას ადამიანზე მეტი მოვალე ჰყავს. ამ ადამიანებს ბინათმშენებლობაში ასიათასობით ლარი აქვს გადახდილი, რომლის ვალდებულება თავის დროზე, „ცენტს პოინტმა“ ვერ შეასრულა. ასევე კომპანია, რომლის მფლობელი, მალხაზ მირცხულავა თაღლითობისთვის იყო დაპატიმრებული. მირცხულავას ძველმა კომპანიამ „კავენიტესმა“ მშენებლობა დაიწყო ხილიანზე და ერთი საცხოვრებელი ბინა 15- ჯერ და 18 - ჯერ აქვს გაყიდული. ის სწორედ ამიტომ იყო დაკავებული. დღეს ამ ადამიანს ახალი კომპანია აქვს და „ბანკი ქართუს“ დროებითმა მმართველობამ მას სასესხო ხელშეკრულება გაუფრომა.
იურისტების თქმით, მსგავსი ხელშეკრულებები საკმაოდ მძიმე, სისხლის სამართლის დანაშაულია. შესაბამისად, „ქართუ“ დღეს ამ ფაქტს სასამართოში გაასაჩივრებს.