აფხაზეთის ძირითად სავაჭრო პარტნიორებად თურქეთი და რუსეთი რჩება

აფხაზეთის ძირითად სავაჭრო პარტნიორებად თურქეთი და რუსეთი რჩება

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის საბაჟოს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ელდარ შოხინის განცხადებით, მიუხედავად იმის, რომ აფხაზეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს ავითრებს სხვა ქვეყნებთანაც, აფხაზეთის ძირითად სავაჭრო პარტნიორებად თურქეთი და რუსეთი რჩება.

„რუსეთზე იმპორტის 64%-ი, ხოლო თურქეთზე 18%-ი  მოდის.  დანარჩენი 18%-ი კი ბალტიის ქვეყნებზე, გერამნიაზე, უკრაინასა და ჩინეთზე მოდის.

მიუხედავად იმის, რომ ჩვენ ეკონომიკურ პროექტებს ვახორციელებთ წყნარი ოკენიდან ჩრდილოეთ ამერიკის ნაპირებამდე, ჩვენს ძირითად ეკონომიკურ პარტნიორებად მაინც თურქეთი და რუსეთი რჩება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პარტნიორების რიცხვი გაიზრდება და უფრო მეტ ქვეყანასთან დავამყარებთ სავაჭრო- ეკონიკურ ურთიერთობებს“,-აღნიშნა შოხინმა.