ამერიკის პრეზიდენტობის რესპუბლიკელთა კანდიდატმა მით რომნიმ ისრაელში ვიზიტისას განაცხადა, რომ აუცილებელია შეჩერდეს ირანის ატომური იარაღის პროგრამა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, რომნი ისრაელს მხარდაჭერას შეჰპირდა.
რესპუბლიკელთა კანდიდატისა და ისრაელის პრემისერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პრეზიდენტ შიმონ პერესთან შეხვედრის მთავარი თემაც, სწორედ ირანი გახლდათ.
„ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ დიპლომატიური და ეკონომიკური ზომები შედეგებს გამოიღებს. მაგრამ არ შეიძლება გამოვრციხოთ ნებისმიერი შესაძლებლობა. ჩვენ ისრაელის თ5ავდაცვის უფლებებს ვცნობთ და ვფიქრობ, ამერიკა სწორად მოიქცევა, თუ ისრაელს მხარდაჭერას გამოვუცხადებთ“,-განაცხადა რომნიმ.