პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ლაშა შავდათუაშვილს წარმატება მიულოცა.
შესაბამისი მილოცვის ტექსტი ივანიშვილის facebook - ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
„ამ წუთებში ყველა ქართველი ბედნიერია. მინდა მეც მოგილოცოთ, ერთად ვიზეიმოთ ქართველი სპორტსმენის, ლაშა შავდათუაშვილის გამარჯვება ლონდონის ოლიმპიადაზე. იმედი მაქვს, ლაშას მიერ საქართველოსთვის მოპოვებული ოქროს მედალი მხოლოდ დასაწყისია და ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენები კიდევ ბევრ სიხარულს მოუტანენ ჩვენს სამშობლოს.მთელი საქართველო ამაყობს ლაშას წარმატებით და მეც, თქვენთან ერთად, ამაყი ვარ წარმატებული, ძლიერი, გამარჯვებული ქართველებით, რაც ქვეყნის წარმატების და კიდევ უფრო მეტი გამარჯვების საწინდარი იქნება“,-ნათქვამია კოალიციის ლიდერის მილოცვაში.
ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 20 წლის ძიუდოისტმა ლონდონურ ფინალში 31 წლის უნგრელი სპორსტმენი მიკლოშ უნგვარი დაამარცხა.