კარალეთის ინციდენტის შედეგად დაკავებული

კარალეთის ინციდენტის შედეგად დაკავებული "ქართული ოცნების"წევრები გაათავისუფლეს

კარალეთის ინციდენტის შედეგად დაკავებული "ქართული ოცნების" სამი მხარდამჭერი ცოტნე შენგელია, კახაბერ გოგიაშვილი და ვლადიმერ ჯანეზაშვილი  15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ  თავისუფლები არიან.

„სამივე დაკავებული წუხელ გვიან ღამით გათავისუფლდა. ამჟამად ისინი საკუთარ სახლებში იმყოფებიან და ემზადებიან საჩხერეში პარტიის თავმჯდომარე მანანა კობახიძესთან შესახვედრად“-,აცხადებენ ქართულ ოცნებაში.

თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გათავისუფლებულ ცოტნე შენგელიასა და სხვა აქტივისტებს წუხელ გვიან ღამით თელავის იზოლატორთან  კახა კალაძე და „ქართული ოცნების“ წევრები დახვდნენ.