გაზეთ Stern-ის ინფორმაციით, დიუსელდორფის სასამართლომ გერმანელ ქალბატონს, რომელმაც განძი იპოვა, ვალდებულება დააკისრა განძი ძველ მფლობელს დაუბრუნოს.
სახლის რემონტის დროს ბინის ახალმა მეპატრონემ ძველი მეტლახის ბუხარში 304 000 გერმანული მარკა, ანუ 104 000 ევრო იპოვა. სახლის ძველმა მეპატრონემ როგორც კი გაიგო ამის შესახებ, საქმე სასამართლში შეიტანა. სასამართლომ დაამტკიცა, რომ ქონება ძველი მეპატრონის საკუთრება იყო და ამდენად, განძის მპოვნელს მხოლოდ 5000 ევრო ერგება ჯილდოდ.