შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო–ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი „ISIK–3" დააკავეს. დაკავება შესაბამისმა უწყებამ გატარებული ღონისძიებების შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის საზღვაო აკვატორია) შესვლის წესის დარღვევის ფაქტზე მოახდინეს.
ფაქტთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322–ე (პრიმა ერთი) მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
დღეს გავრცელებული ინფორმაციითვე, აღნიშნულმა უწყებამ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე ივეტა მაკარიძეც დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურის ცნობით, ივეტა მაკარიძე 2012 წლის თებერვლიდან ჯგუფურად ახორციელებდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას შპს ,,ნიკა“–ს და ინდმეწარმე ,,ივეტა მაკარიძე“–ს სახელით თბილისსა და რუსთავში არსებულ აფთიაქებში, რეალიზაციას უწევდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფსიქოტროპულ, არარეგისტრირებულ და სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანილ მედიკამენტებს.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით მიმდინარეობს.