ახალი მემარჯვენეების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ქუთაისის საკრებულოს წევრის, მამუკა მღვდელაძის განცხადებით, ხელისუფლება არა მარტო კორპუსებზე, არამედ ე.წ. ეზოიან სახლებზეც უნდა ზრუნავდეს.
ეს განცხადება მღვდელაძემ ნიუპორტის ქუჩაზე ერთ-ერთ ეზოში ეზოში ჟურნალისტების თანდასწრებით გააკეთა. მისი თქმით, ისეთი ტიპის სახლებში სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს და მათაც უნდა ჰქონდეთ უფლება ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 6 მილიონი ლარით თავიანთი სახლები და ეზოები მოაწესრიგონ.
მღვდელაძე განმარტავს, რომ ბიუჯეტში აშკარად წინასაარჩევნო გათვლით ცვლილებები შევიდა და ე.წ. "კორპუსის" პროგრამისთვის 6 მლნ ლარი გამოიყო. მისი თქმით, პროგრამა კორპუსებში ამხანაგობების შექმნას და მათი მეშვეობით სახელმწიფოსგან გამოყოფილი სახსრებით კორპუსების სადარბაზოების, ლიფტების, სახურავების და ა.შ. მოწესრიგებას ითვალისწინებს.
„რატომ არჩევნებამდე ორი თვით ადრე და რატომ კორპუსები, ადვილი ასახსნელია. ხელისუფლება ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს და კორპუსი, სადაც ბევრად მეტი ამომრჩეველი ცხოვრობს, ვიდრე ასეთ ეზოებში, მისთვის უფრო მომგებიანია. თავისთავად 6 მილიონი ლარი რომ ქუთაისელთა ყოფის გაუმჯობესებას მოხმარდება, კარგია. მაგრამ "ახალი მემარჯვენეები" ვთვლით, რომ ამ პროგრამით თანაბრად უნდა ისარგებლონ პატარა "ეზოიანმა" სახლებმაც. ჩვენ მათ მოვუწოდეთ, შექმანან ამხანაგობები და შეიტანონ განაცხადები მერიაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წინააღმდეგობას წააწყდებიან, ჩვენ მოგვმართონ. არავის აქვს უფლება მათ უარი უთხრას ან ამხანაგობის დარეგისტრირებაზე, ან პროგრამაში მონაწილეობაზე" - განაცხადა მამუკა მღვდელაძემ.
მღვდელაძის თქმითვე, ის საკრებულოში ყველაფერს გააკეთებს, რომ ბიუჯეტში გამოყოფილი თანხით ყველა ტიპის სახლების მაცხოვრებლებმა ისარგებლონ.