სირიის ქალაქ კაფრანბელში ატასობით მომიტინგე გამოვიდა ქუჩებში. ისინი ბაშარ ასადის რეჟიმისთვის ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერას და გაეროს გეგმის ბლოკირებას აპროტესტებდნენ. რუსეთის საელჩო მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.
Guardian-ის ინფორმაციით, ამავე დროს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა ასადის ხელისუფლებას და მოსთხოვა, აღარ განახორციელოს ქალაქ ალეპოზე განმეორებითი შეტევა.