რუსეთის პრეზიდენტის ვალდიმერ პუტინის საჩუქარი შერემეტიევოს აეროპორტში გუშინ ჩამოიყვანეს. ეს გახლავთ იაპონური აკინა-ინუს ჯიშის ლეკვი იუმე, რომელიც აკიტას პრეფექტურამ პუტინს მადლობის ნიშნად გადასცა.
აკინა-ინუს ჯიში იაპონიაში ეროვნულ ღირშესანიშნაობად არის მიჩნეული, ლეკვის სახელი კი ოცნებას ნიშნავს.
„ეს მადლიერების ნიშნად რუსეთს და ვალდიმერ პუტინს, რომელმაც შარშან მარტის თვეში ცუნამითა და ძლიერი მიწისძვრით დაზარალებულ აკიტას პრეფექტურას მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია“,-ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც იუმესთან ერთად გადაეცა პუტინს.