ნაირობში საკუთრ სახლში დამხრჩვალი იპოვეს ვენესუელი დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელი ოლგა ფონსეკა. „ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ელჩი დამხრჩვალი იპოვეს საკუთარ საწოლში. ფეხებზე და ყელზე მას მავთულები ჰქონდა წაჭერილი.მიმდინარეობს გამოძიება“,-განაცხადა ნარობის პოლიციის შეფმა ენტონი კიბუჩიმ.
57 წელის ოლგა ფონსეკა სამსახურს კენიაში 15 ივლისს შეუდგა.
გაზეთ Daily Nation-ის ინფორმაციით, ეჭვი საელჩოს თანამშრომლებზე აქვთ, რომლებიც ერთი თვის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს. გაზეთის ინფორმაციით, თანამშრომლებს მოსთხოვეს უარი ეთქვათ წინა ელჩის ხერარდო კარილო სილვას მიერ მათზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ. საელჩოს თანამშრომლებმა უარი განაცხადეს ჩვენების შეცვლაზე, ახალმა ელჩმა კი ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა.