ბრიტანული პოლიციის განცხადებით, მათ 100 ადამიანის დაკავება მოუხდათ, რომლებიც ცდილობდნენ ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიისთვის ხელის შეეშალათ.
სკოტლანდ იარდის თანამშრომლებმა ველოსიპედისტთა ჯგუფი დააკავეს, რომლებიც სწორედ ოლიმპიურ პარკზე ცდილობდნენ გავლას.
დაკავებულთა განცხადებით, მათ ვერ გაიგეს რატომ დააკავა ისინი პოლიციამ, რადგან ისინი ჩვეული მარშრუტით მგზავრობდნენ და მის შეცვლას არც ამჯერად აპირებდნენ.