მერილენდის პოლიციამ კოლორადოს კინოთეატრში განხორციელებული მსგავსი დანაშაულის შესაძლო ფაქტი აღკვეთა. სამართალდამცავებმა ნეილ პრესკოტი დააკავეს, რომელიც თავის დამქირავებელს ტელეფონით ესაუბრებოდა და ემუქრებოდა.
„მე ჯოკერი ვარ. მე იარაღს გამოვიყენებ და ყველას გაგანადგურებთ“,-ამბობდა პრესკოტი.
„მერილენდელი ჯოკერის“ ბინაში ჩხრეკისას სამართალდამცავებმა იარაღის მთელი საწყობი აღმოაჩინეს.
„კოლორადოელი ჯოკერი“ 24 წლის ჯეიმს ჰოლმსი კი 20 ივლისს კინოთეატრში შეიჭრა და სროლ ატეხა. დაიღუპა 12, დაჭრა 58 ადამიანი.