პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა მოძრაობამ მთავრობის კანცელარიასთან დღეს, ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი კომპანიების დაყადაღების ფაქტები გააპროტესტა.
მოძრაობის თავმჯდომარის ცოტნე ზურაბიანის განცახდებით, ხელისუფლება ორმაგი წესებით თამაშობს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ერთი მხრივ, ის დასაქმების სტქრუქტურას ქმნის და მეორე მხრივ, კომპანიებს აყადაღებს და ათასობით ადამიანს უმუშევრობის საფრთხის წინაშე აყენებს.
„არ შეიძლება, რომ კომპანიები ერთი ადამიანის კაპრიზის გამო იხურებოდეს“, - განაცხადა ზურაბიანმა.
მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის შოთა ძაგნიძის თქმით, „ელიტა ბურჯი“, „ბურჯი“ და სხვა დაყადაღებული კოპანიები ხელისუფლების მიერ ბიზნესზე ტერორის ნათელი მაგალითია.
„ხელისუფლება არეკეტებს თავისუფალი ბიზნესს და ამავე დროს, პიარს აკეთებს თითქოს, ხალხის დასაქმებაზე ზრუნავს“, - განაცხადა ძაგნიძემ.
როგორც ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ ისინი, არ შეურიგდებიან ხელისუფლების ამ ქმედებებს და მსგავსი აქციებით და სხვა დემოკრატიული და კონსტიტუციური გზით ხელისუფლებაზე ზეწოლას განახორციელებენ.