„თავისუფალი საქართველო“  ზაზა სოფრომაძის დაკავებასთან დაკავშირებით,  ხელისუფლებისგან ახსნა- განმარტებას მოითხოვს

„თავისუფალი საქართველო“ ზაზა სოფრომაძის დაკავებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისგან ახსნა- განმარტებას მოითხოვს

„თავისუფალი საქართველო“  „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ რეგიონული მდივნის ზაზა სოფრომაძის დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.  პარტია მოთხოვს, ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ გაკეთდეს განმარტებები „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“  წევრის დაპატიმრების მიზეზებთან დაკავშირებით.

ამასთანავე,  „თავისუფალი საქართველო“   სახალხო დამცველს,  დიპლომატიურ კორპუსსა და  უფლებადამცველ ორგანიზაციებს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.