ლეტიცია კასტა Dolce & Gabbana-ს სარეკლამო კამპანიაში (VIDEO)

ლეტიცია კასტა Dolce & Gabbana-ს სარეკლამო კამპანიაში (VIDEO)

ცნობილი ფრანგი მოდელი და მსახიობი ლეტიცია კასტა Dolce & Gabbana-ს ახალი კლასიკური არომატის Pour Femme სარეკლამო სახე გახდა.

სანამ Lanvin-ი სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ყველაზე უბრალო ადამიანეს ეძებს და იღებს, დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა აქცენტს მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ ქალბატონებზე აკეთებენ. 

Dolce & Gabbana-ს კაშკაშა სარეკლამო სახეებს, მონიკა ბელუჩისა და ბიანკა ბატლის ფრანგი კასტრა სიცილიურ ფორმაში შეუერთდა. სარეკლამო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი გადაღებებისთვის გოგონა გაირუჯა,  ვარცხნილობა შეიცვალა და ხაზი გაუსვა მკვეთრად გამოკვეთილ თვალებს. რაც შეეხება, მოდელის ჩაცმულობას, ის Dolce & Gabbana-ს წლის ყველაზე აქტუალური სამოსით, შავი კლასიკური კაბა გიპიურით შემოსეს. სარეკლამო ვიდეორგოლი ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა, თუმცა ხელმისაწვდომია, სარეკლამო ფოტოები, რომლებზეც ლეტიცია კასტა, როგორც ყოველთვის შეუდარებელია.

„ვიქტორია სეკრეტის“ ფრანგ მოდელსა და Dolce & Gabbana-ს თანამშრომლობა ამ სუნამოს რეკლამით პირველად შედგა, თუმცა ორივე მხარე ერთმანეთთან მუშაობით კმყოფილია და ურთიერთიბის გაგრძელებასაც არ გამორიცხავენ.