საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი და აშშ-ის ევროპის სარდლობის წარმომადგენელი კონტრადმირალი მარკ მონტგომერი ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2012“-ს დაესწრო. საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ამერიკელი კონტრადმირალი სწავლების მიმდინარეობას უშუალოდ გაეცნენ და სასწავლო ობიექტი დაათვალიერეს.
სწავლება „დიდგორი 2012“ ამერიკელი პარტნიორების დახმარებით ხორციელდება და საკმაოდ მნიშვნელოვან წვრთნას წარმოადგენს, რადგან ამ სწავლების დროს სამეთაურო რგოლის მართვის უნარები იხვეწება. სწავლებაში ჩართული სამხედრო მოსამსახურეები ურთიერთქმედებენ პირობითი სცენარის მიხედვით და ოპერატიულად ასრულებენ პირობით დავალებებს. ასეთი სამეთაურო-საშტაბო სწავლებები მნიშვნელოვანია, რადგან 3T-ს კონცეფციიდან ერთ-ერთი - ტოტალური თავდაცვა გულისხმობს სამხედროების მაქსიმალურ მომზადებას და გაწვრთნას.