შოთა ხიზანიშვილი: ზაზა სოფრომაძე მოწმის სტატუსით იკითხება

შოთა ხიზანიშვილი: ზაზა სოფრომაძე მოწმის სტატუსით იკითხება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შოთა ხიზანიშვილის ინფორმაციით,  „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წევრი ზაზა სოფრომაძე დაკავებული არაა.  

ხიზანიშვილის განცხადებით, სოფრომაძეს პროკურატურაში მოწმის სტატუსით ჰკითხავენ, თუმცა მის პროკურატურაში დაბარების მიზეზებს  არ  აკონკრეტებს.

ცნობისთვის,   ზაზა სოფრომაძე „დემოკრატიული მოძრაობის“ საქართველოს მთავარი საბჭოს წევრია. მისი დაკავების შესახებ, ინფორმაცია პარტიამ გაავრცელა.