პეტერბურგში მძარცველს პირადობის მოწმობა დანაშაულის ადგილზე  დარჩა

პეტერბურგში მძარცველს პირადობის მოწმობა დანაშაულის ადგილზე დარჩა

პეტერბურგში მძარცველს, რომელიც ერთ-ერთ ოფისს დაესხა თავს, დანაშაულის ადგილზე პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დარჩა. სამაგიეროდ მან ოფისიდან 14 ათასი რუბლი გაიტანა.

ინციდენტი ღამე მოხდა, როგორც მაღაზიის მენეჯერი იხსენებს,  მძარცველები ორნი იყვნენ, მათგან ერთი ოფისში შემოიჭრა მეორე გარეთ ელოდებოდა. ხმაურზე მძარცველმა, რომელიც გარეთ ელოდებოდა მას ნიშანი მისცა, ბიჭს შეეშინდა და გაიქცა, თუმცა ამ სიჩქარეში ძირს დაყარა ფურცლები, რომლებზეც მისი ტელეფონის ნომერი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი იყო.

მძარცველებმა გაქცევა მოახერხეს, მაგრამ სამართალდამცავებმა მათი ვინაობა უკვე იციან და ცდილობენ მათ ადგილსამყოფელებსაც მიაგნონ.