საქართველოში ჩეჩნეთის ყოფილი წარმომადგენელი ხიზრი ალდამოვი „რია ნოვოსტის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ სააკაშვილი საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს.
„ამ ადამიანმა მოკლა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მოკლა ბევრი ადამიანი, რომლებიც საქართველოს ეხმარებოდნენ. გამოჩნდა ივანიშვილი და სააკაშვილი მასაც მოკლავს. მე ახლა თქვენ გესაუბრებით და არ ვიცი სახლში დავბრუნდები თუ არა ცოცხალი. მე არც დუმბაძეს, არც პატარკაციშვილს, არც ჟვანიას არ ვადარებ თავს-მე უბრალო ადამიანი ვარ და არ მინდა სიკვდილი-რატომ უნდა მომკლან? იმიტომ, რომ სიმართლეს ვლაპარაკობ? მე სიმართლეს ვლაპარაკობ და მივმართავ ამ ადამიანს- სააკაშვილს, რომ მან აღარ დააშინოს ადამიანები ამერიკული ფულებით და თავისი ნებით გადადგეს. ჟვანია რომ ცოცხალი ყოფილიყო, რუსეთთან ომი არ იქნებოდა და ტერიტორიებსაც არ დავკარგავდით“,- აღნიშნა ხიზრი ალდამოვმა.