საქართველოში ჩეჩნეთის ყოფილმა წარმომადგენელიმა ხიზრი ალდამოვმა „რია ნოვოსტის“ ოფისში პრესკონფერენცია გამართა.
ხიზრი ალდამოვის განცხადებით, ჩეჩნები პატივს სცემენ საქართველოს და ქართველებს, მაგრამ როდესაც ისმენენ სააკაშვილის განცხადებებს თბილისიდან, განწყობა ეცვლებათ.
„ჩეჩენი ხალხი ფიქრობს თავის მეზობლებზე, ისინი პატივს სცემენ ქართველებსა და საქართველოს. მაგრამ როდესაც ისინი ისმენენ სააკაშვილის განცხადებებს თბილისიდან, განწყობა ეცვლებათ. ყველამ ნახა ის ომი რაც იყო და როგორ დამთავრდა ის საქართევლოსთვის. ჩეჩნეთს სურს ქართველმა ხალხმა პრეზიდენტი შეცვალოს. ჩეჩნების და რუსეთის ერთადერთი მტერი სააკაშვილია. ეს არის არანორმალური ადამიანი, რომელიც 140 მილიონიანი ერის წინააღმდეგ მიდის. თუ ფიქრობს, რომ მას ამერიკელები გაჰყვებიან, ძალიან სცდება. არცერთი ამერიკელი, ფრანგი ან ინგლისელი რუსეთის წინააღმდეგ არ წავა. „ცხინვალთან თამაშმა“ მოიტანა ის, რომ დღეს ტერიტორიები დაკარგულია და რუსის ჯარი თბილისდან 25 კილომეტრში დგას“,-აცხადებს ხიზრი ალდამოვი.