რატომ გაქვთ პრეტენზია? დაბადების ადგილია საქართველოს სსრ

რატომ გაქვთ პრეტენზია? დაბადების ადგილია საქართველოს სსრ

ქართული ოლიმპიური კომიტეტის პრეტენზიამ ლონდონის ოლიმპიური საიტის წარმომადგენლებისადმი, სადაც საუბარი იყო ბესიკ კუდუხოვისა და დენის ცარგუშას დაბადების ადგილის გრაფაში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გვერდით რუსეთის მოხსენიების არაკანონიერებაზე, ოსების აღშფოთება გამოიწვია. 

ქართული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაზე, სადაც ქართული მხარე შეცდომის სასწრაფო გამოსწორებას ითხოვს, ექსპერტი სამხრეთ ოსეთიდან იური ვაზაგოვი აღნიშნავს, რომ ქართული მხარე ხელიდან არ უშვებს შემთხვევას კიდევ ერთხელ გამოხატოს აგრესია ოსური და აფხაზური მხარის მიმართ, თუმცა ეს ოსების წარმატებების მიღწევას საერთაშორისო არენაზე ხელს მაინც ვერ შეუშლის.

„ეს არის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკა. ამავე დროს ქართული მხარე თავს გვახვევს „ნეიტრალურ პასპორტებს“, რომელიც რუსული პასპორტების ალტერნატივა სულაც არ არის. ქართული მხარის ეს ხმამაღალი განცხადება მისი ძველი პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც აქამდე რატომღაც ეფექტურობით არ გამოირჩეოდა. ოსებს და აფხაზებს კი რუსეთის საშუალებით მაინც შეუძლიათ საერთაშორისო არენაზე გასვლა და წარმატებების მიღწევა“,-აღნიშნავს ვაზაგოვი.

შუა აზიისა და კავკასიის სასაზღვრო თანამშრომლობის ასოცოაციის ხელმძღვანელის მიხეილ ჩერნოვის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციები რეალობას აღიქვამენ ისეთს, როგორიც არის. სპორტსმენები კი საქართველოში კი არა საქართველოს სსრ-ში დაიბადნენ.

„დაბადების ადგილად სამხრეთ ოსეთის, რუსეთის მითითება ეს შეცდომა არ არის, ეს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ფაქტის კონსტანცაციაა. ოლიმპიურმა კომიტეტმა, შესაძლებელია რაიმე პოლიტიკური მოსაზრებებით დააკმაყოფილოს ქართული მხარის მოთხოვნა და რომელიმე სპორტსმენს დაბადების ადგილად საქართველოც ჩაუწერონ, თუმცა ეს სინამდვილეს არ შეესაბამება თუნდაც იმიტომ, რომ ისინი საქართევლოს სსრ-ში დაიბადნენ“,-აღნიშნავს ექსპერტი.

რეგიონალური და ეთნორეგიონალური კავკასიის ცენტრის მკვლევარის იანა ამელისნას აზრით, ოლიმპიურმა კომიტეტმა შეცდომა უნდა გამოასწოროს.

„მათ სპორტსმენების დაბადების გრაფაში სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი უნდა დატოვონ, ხოლო რუსეთი ამოიღონ. ასე, რომ საქართველო აქ არაფერ შუაში არ არის, მას თავის სპორტსმენებიც ბევრი ჰყავს, რათა საიტზე გამოქვეყენებულ მასალებში უზუსტობები ეძიოს“,-აცხადებს ამელინა.