დავით მათიკაშვილი: რა მძიმე და უხერხული მოცემულობაა, როდესაც საფრანგეთის საელჩო დუმს, არანაირი გამოხმაურება არ აქვს იმ ლეგიტიმურ შეკითხვებს, რომელიც მათ მიერ „ნაცებზე“ გაცემულ გრანტებს ეხება

დავით მათიკაშვილი: რა მძიმე და უხერხული მოცემულობაა, როდესაც საფრანგეთის საელჩო დუმს, არანაირი გამოხმაურება არ აქვს იმ ლეგიტიმურ შეკითხვებს, რომელიც მათ მიერ „ნაცებზე“ გაცემულ გრანტებს ეხება

რა მძიმე და უხერხული მოცემულობაა, როდესაც საფრანგეთის საელჩო დუმს, არანაირი გამოხმაურება არ აქვს იმ ლეგიტიმურ შეკითხვებს, რომელიც მათ მიერ „ნაცებზე“ გაცემულ გრანტებს ეხება, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

„რატომ, რა დამსახურებით, რა მიზნებით გაიცა იმ პირებზე, რომლებიც პირდაპირ ასოცირდება პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, ვინც 2012 წლამდე იყო ქვეყანაში ცემის, წამების, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის და ყველაფერი ცუდის წინაპირობა. საფრანგეთის საელჩო ვალდებულია პასუხი გასცეს საზოგადოების ლეგიტიმურ შეკითხვას“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

საფრანგეთის საელჩო ბოლო პერიოდში გაცემულ გრანტებთან დაკავშირებით განმარტებას არ აკეთებს. საფრანგეთის საელჩოს დუმილი მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ დასავლეთის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ქვეყანაში დესტრუქციულ ქმედებებს ხმარდება.