ბერძნულმა ჟურნალმა Crash-მა გუანტანამოს პატიმრის ფორმაში გამოწყობილი ანგელა მერკელი პირველ გვერდზე გამოიტანა.
ბერძენი ჟურნალისტები მოითხოვენ მერკელის ჰააგის სასამართლოს მიერ გასამართლებას კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. ისინი მიიჩნევენ, რომ მერკელის გარდა სასამართლო სკამზე უნდა დაჯდნენ გერმანიის ფინანსთა მინისტრი ვოლფჰანგ შოიბლე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისიტიან ლაგარდი და ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟოზე მანუელ ბაროზო. ბერძენი ჟურნალისტები ეკონომიკის კრიზისთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ.
„მერკელმა და მისმა მეგობრებმა არ იციან ადამიანის სიცოცხლისა და პირადი ღირსების ფასი. კანცლერმა საბერძნეთი „კონცლაგერად“ აქცია, სადაც ბერძნები თავს ისე გრძნობენ, როგორც „გარიყული ებრაელები“,-წერს Crash.