საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსიის სამუშაო ვიზიტი აშშ-ში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში რულოვსი ვაშინგტონში მიმდინარე შიდსის XIX საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.
აღნიშნულ კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების 20 000 წარმომადგენელი ესწრება.
ამასთანავე, პირველი ლედის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვიზიტის ფარგლებში რულოვსი 30 ივლისს ამერიკის ყოფილ პირველ ლედის ლორა ბუშს შეხვდება. მათივე ცნობით, ისინი ერთად ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის - ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის, ბიბლიოთეკისა და მუზეუმის დათვალიერებას აპირებენ.
ცნობისთვის, რულოვსმა უკვე მოინახულა უოლტერ რიდსის სამხედრო ჰოსპიტალში ავღანეთში დაჭრილი 6 ქართველი ჯარისკაცი, მათ შორის, ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში, რომელიც მანამდე საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტებმა ინახულეს.