სტინგი მოსკოველი მსმენელის წინაშე წარსდგა და თავისი პროფესიონალიზმით 25 ათასი მაყურებელი კიდევ ერთხელ გააოცა.
მსმენელს მომღერალი რუსულად მიესალმა და მშობლიურ ენაზე დასძინა, რომ ბედნიერია, რადგან საშუალება მიეცა ამ მსმენელის წინაშე კიდევ წარმსდგარიყო. (სტინგი მოსკოვში გასულ წელს იმყოფებოდა და კონცერტი სიმფონიური ორკესტრის თანხლებით გამართა).
ამჯერად მომღერალმა ახალი პროგრამა წარმოადგინა, რომელიც მსმენელმა ივნისის დასაწყისში, მისი მსოფლიო ტურნე „Sting's Summer Tour“-ის ფარგლებში იხილა. ვარსკვლავი მოსკოვში მუსიკოსებთან ერთად ჩავიდა, ბენდის გიტარისტი დომინიკ მილერი, დრამერი ვინი კოლაიუტა, ფორტეპიანო - დევიდ სანჩესი, ვიოლინო - პიტერტიკელი და ვოკალისტი ჯო ლოუნი. სტინგმა მათთან ერთად თავისი ყველაზე პოპულარული ჰიტები შეასრულა.
კონცერტი 2 საათი გაგრძელდა. მომღერალის ცოცხალმა შესრულებმ მაყურებელზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.