ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადაზე პირველი სკანდალი უკვე მოხდა. გლაზგოს სტადიონზე ჩრდილოეთ კორეის ფეხბურთელ გოგონათა ნაკრები სამხრეთ კორეის დროშით გამოჩნდა. შეურაცხყოფილმა ჩრდილოეთ კორეელებმა სტადიონი დატოვეს და კოლუმბიის ნაკრებთან თამაშიც შეწყდა.
თამაშის ორგანიზატორებმა ბოდიშის მოხდის შემდეგ, ჩრდილოთ კორეელები სტადიონზე ძლივს დააბრუნეს, ხოლო ოლიმპიადის კომიტეტმა ჩრდილოეთ კორეის ოლიმპიურ კომიტეტს ოფიციალურად ბოდიში მოუხადა.